2023 წლის 18 დეკემბერს თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა უმასპინძლა სასერტიფიკატო სემინარს თემაზე: „Web3-ის იურიდიული ასპექტები“. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სემინარს, რომელიც გაიმართა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, CryptoEthica-სა და Legal Lab Georgia-ს თანამშრომლობით.
დარგის ექსპერტებმა განიხილეს ბლოკჩეინისა და კრიპტო რეგულაციის საკითხები. ღონისძიებას უძღვებოდნენ:
- არჩილ ჩოჩია, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი;
- არტემ ბოიარჩუკი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი;
- ვახტანგ ჩხენკელი, CryptoEthica, ესტონეთი;
- ანნა აგუ, Lex Law, ესტონეთი.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი მიესალმება და მხარს უჭერს ინოვაციების ინტეგრირებასა და გაცნობას საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინისა და კრიპტო რეგულაციის საკითხებს დღემდე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის არაერთი მაგისტრანტი და დოქტორანტი იკვლევს. შესაბამისად, აღნიშნული სემინარი ხელს შეუწყობს სიახლეების გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.